პრეზიდენტმა ვზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ ATACMS-ის რაკეტებმა ბრძოლის ველზე ეფექტიანობა დაამტკიცეს.
„მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! და დღეს განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან, სრულდება.“
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებდა, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებდა.
Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.
„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.