ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის მიერ დაფინანსების მოცულობა თანდათან მცირდება.
„თუ შევადარებთ საინვესტიციო პროგრამის მოცულობებს, დღეს ის ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ათი წლის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა. ეს ძალიან არსებითი წვლილია აფხაზეთში, თუმცა, უნდა ვისწავლოთ, დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ,” - განაცხადა ბჟანიამ.