ხორვატიამ, სამხედრო დახმარების ფარგლებში, კიევს Mi-8 ტიპის ვერტმფრენები გადასცა.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხორვატ კოლეგასთან მარიო ბანოზიჩთან ვაშინგტონში შეხვედრაზე განაცხადა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დახმარებისადმი ხორვატიის ერთგულებას აფასებს.
ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, ბანოზიჩმა, უკრაინაში ყოფნისას აღნიშნა, რომ ზაგრები კიევისთვის Mi-8 ტიპის ვერტმფრენებით უზრუნველყოფისა და ნაღმების გაწმენდაში დახმარების საკითხზე მუშაობდა.