გერმანიის შს მინისტრი „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას ემხრობა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია უნდა მოხდეს.

ნენსი ფეზერის თქმით, ხელისუფლება ისრელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პოტენციურ საფრთხეებს ყურადღებით დააკვირდება.

„თუ ჩვენ შევძლებთ “ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,” - განაცხადა ნენსი ფეზერმა.


ფეზერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერის ნებისმიერი „პროპაგანდის" აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლება გააფრთხილონ.