17 ოქტომბერს ღაზის სექტორის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 470 ადამიანი დაიღუპა ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა. თუმცა როდესაც შენობის სატელიტური სურათები გამოქვეყნდა, ევროპული დაზვერვის წყარომ მედიას განუცხადა, რომ რომ აფეთქება საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა და დაიღუპა მაქსიმუმ 50 ადამიანი.
ევროპული დაზვერვის წყარომ AFP-სთან განაცხადა, რომ სამშაბათს ღაზაში მომხდარი აფეთქების შედეგად, მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა „ჰამასის„ განცხადება, რომ აფეთქებას 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორში ამბობდნენ, რომ სულ მცირე 471 ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, CNN ციტირებს აშშ-ის შეფასებას, რომ აფეთქების შედეგად, 100-300 ადამიანი დაიღუპა.
AFP-ის კორესპონდენტებმა შემთხვევის ადგილზე ათობით ცხედარი ნახეს. Maxar-ის სატელიტური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობები ძირითადად ხელუხლებელი იყო.