Bloomberg: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას იწყებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს. ბლოკის მე-12 სანქციების პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს რუსული ბრილიანტების აკრძალვას, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის საკითხსა და მესამე ქვეყნების კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ასევე ცდილობს, გააფართოოოს ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომელიც ასევე აკრძალვას ექვემდებარება. მედიის ცნობით, კონსულტაციები 20-21 ოქტომბერს იმართება.

დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.