საელჩო: საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აშშ $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს

ამერიკის საელჩო, საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ იუწყება. საელჩოში აცხადებენ, რომ შტატები $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს.

„საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან. ამ მიმართულებით 2019 წლიდან ვახორციელებთ $19-მილიონიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც მინისტრ შამუგიასთან ერთად ელჩმა დანიგანმა გახსნა, საზოგადოება გაეცნო საქართველოს რძისა და მესაქონლეობის ინსდუსტრიაში არსებულ განვითარებებს, ასევე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ძალისხმევას ქვეყანაში საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით,“ - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.