თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს.
იმისთვის, რომ შვედეთი NATO-ს წევრი გახდეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.