ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაზე დაყრდნობით წერს.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი.