ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩადის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა.

აშშ-ში კვირამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდება.

BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ.


ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინეთის საგარეო უწყყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ვან ი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.