ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე ელკინი დაიბარა და რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოსის მეჩისლოვას რეინისის მემორიალური დაფის განადგურება გააპროტესტა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში სტალინური ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა პატივსაცემი ძეგლების ნგრევა პირველი შემთხვევა არ არის, რაც სხვა არაფერია თუ არა ისტორიული სიმართლისა და მსხვერპლთა ხსოვნის უგულებელყოფა.
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, აღადგინონ დანგრეული ძეგლები.