ბორელი: ვერ დავუშვებთ, პუტინმა მარიონეტული მთავრობა დააყენოს კიევში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე.

ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება.


„ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს უფლება მივცეთ, დააყენოს მარიონეტული მთავრობა კიევში და განათავსოს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე,“ - განაცხადა ბორელმა.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები.