ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე, შეიძლება, ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა მეცოლამ.
ის ამ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.