საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.
„უნგრეთმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ბევრი რამ იცის. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი... მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ მსგავსებას საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის (ევროკომისიის შტაბბინა - რედ. ). მე იქ არცერთი ტანკი და არცერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი. ეს თავისუფალი არჩევანია,“ - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს ორბანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გახდა ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ შეხვდა, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.