აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ,ნიკოლ ფაშინიანს შორის ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი აცხადებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის უკმარისობა დაასახელა.
"ჩვენი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრები სომხები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. გრანადაში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის გათვალისწინებით, რომელსაც ალიევი არ დაესწრო, ახლა ვცდილობთ, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა ბრიუსელში გავმართოთ. ნელი პროცესის მიუხედავად, გვჯერა, რომ შედეგი დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება,“ - აღნიშნა კლაარმა, თუმცა მომდევნო შეხვდრის დრო არ დაუზუსტებია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში.