საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი ეწვია.

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა.


დრიტან აბაზოვიჩი ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვია.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.