ფინურ-ესტონურ გაზსადენის დაზიანება სავარაუდოდ, ჩინური გემის ღუზამ გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, საექსპერტო ანალიზის მონაცემი აღნიშნულ კვალს ადასტურებს. მოხდა თუ არა მილსადენის დაზიანება განზრახ, უნებლიედ თუ გამოწვეული იყო სხვა მიზეზით, ეს გამოძიების მომდევნო ფაზის საგანია.
„მოვლენების თანმიმდევრობა დადგენილია მტკიცებულებებისა და მონაცემების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზიანი გამოიაწვია გემმა Newnew Polar Bear, რომელიც ჰონგ კონგის დროშით დაცურავდა,“ - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ეროვნულმა ბიურომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი გაზსადენის დაზიანების გამოძიებაში. გამოძიების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტექნიკურად დაზუსტებულია, თუ როგორ დაზიანდა გაზსადენი.