თეგი: Balticconnector
ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ
ფინურ-ესტონური გაზსადენის (Balticconnector) დაზიანების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ფინეთის ფოკუსში ჩინური საკონტეინერო გემი მოექცა. ფინეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გემის (Newnew Polar Bear) მოძრაობა გაზსადენის დაზიანების დროსა და ადგილს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ფინეთი აღნიშნული გემის როლზეა კონცეტრირებული. ანალოგიური დასკვნა აქვს ესტონეთსაც. ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს „ხსენებულ მხარეში“ ასევე დაფიქსირდა რუსული გემი Sevmorput-ი. ესტონეთი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ამ ორ გემს რაიმე კავშირი მილსადენის დაზიანებასთან. ფინელმა გამომძიებლებმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რამდენიმე გემს იკვლევენ, მათ შორის ერთ ჩინურ და ერთს რუსეთის საკუთრებაში არსებულს, რომლებიც ინციდენტის დროს ფინეთის ყურეში იმყოფებოდნენ. „საგამოძიებო ღონისძიებები ფოკუსირებულია რამდენიმე გემზე, როგორიცაა Newnew Polarbear და Sevmorput, მაგრამ ასევე სხვა გემებზე, რომლებიც, მონაცემების მიხედვით, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, დაზიანების დროს,“ - აღნიშნულია ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს განცხადებაში. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მილსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელის (რომელიც ასევე დაზიანდა) დაზიანების შესახებ გამოძიების საკითხზე, ჰელსინკი დიპლომატიური არხებით უკვე დაუკავშირდა ჩინეთსა და რუსეთს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ მიმართეს ჩინეთს, რათა NewNew Polar Bear-თან დასაკავშირებლად დახმარება ეთხოვათ. რაც შეეხება რუსეთს, ფინეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, „საქმის სერიოზულობისა“ და გამოძიების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია. რუსეთის Rosatom-მა განაცხადა, რომ Sevmorput-ს არანაირი კავშირი არ აქვს მილსადენის დაზიანებასთან. NewNew Polar Bear-მა კი, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩინეთის ხელისუფლებასთან აღნიშნული გემის როლის დადგენის მიზნით. ფინეთის პოლიციას ასევე ჰყავს წარმომადგენელი ჩინეთში, რომელსაც შეუძლია, ადგილზე გაუმკლავდეს საქმეს,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი რისტო ლოჰი. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიცია, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დამატებით შეისწავლის გემის ისტორიასა და მოძრაობას. „მძიმე ობიექტი“ ფინეთის პოლიციის ცნობით, გაზსადენის დაზიანების მიმდებარედ, ნაპოვნია მძიმე ობიექტი. გამოძიების ეროვნული ბიურო (NBI) ასევე იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ მძიმე ობიექტს გაზსადენის დაზიანებასთან. 19 ოქტომბერს, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ გაზსადენის დაზიანების ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოძიება დასრულდა. შეგროვებული ნიმუშების ანალიზი გამოძიების ეროვნულ ბიუროში, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. „გამოძიებამ დაადასტურა, რომ დაზიანება გამოწვეულია „გარე მექანიკური ძალით“ და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ზიანი აფეთქების შედეგია. ზღვის ფსკერზე ნაპოვნია ახლახან ჩამოყალიბებული ნიადაგის უზარმაზარი გროვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკიდურესად მძიმე საგანს შეიცავს. ჩვენ ახლა ვიკვლევთ, რა არის ეს ობიექტი და უკავშირდება თუ არა ის მილსადენის დაზიანებას,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი. პოლიციას ამ ობიექტის ბუნებაზე წინასწარი დასკვნის გაკეთება უჭირს. ფინური მხარე გამოძიებას აგრძელებს. თავდაპირველად, მილსადენის ორი ოპერატორიდან ერთ-ერთმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა მიუთითა, რომ (Balticconnector) გაზსადენზე წნევის ვარდნა და შესაძლო გაჟონვა ქარიშხლის დროს შენიშნეს. სპეციალისტები იძულებული გახდნენ, გაზსადენის მუშაობა შეეჩერებინათ. მოგვიანებით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გაჟონვა, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედებით იყო გამოწვეული. ფინეთს დივერსიის ეჭვი აქვს, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. თავის მხრივ, ფინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გამო „დასაჯა.“ პარალელურად, შვედეთი იუწყება, რომ მესამე ხაზი, რომელიც სტოკჰოლმს ტალინთან აკავშირებს, დაახლოებით, იმავე დროს დაზიანდა. „მეორე სატელეკომუნიკაციო კაბელი, რომელიც შვედეთსა და ესტონეთს აკავშირებს, ნაწილობრივ გაითიშა დაახლოებით იმავე დროს, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარე გავლენით,“ განაცხადეს შვედეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ინციდენტების საპასუხოდ, NATO-მ ბალტიის ზღვის პატრულირება გააძლიერა. „თუკი დადასტურდა, რომ მილსადენზე და კაბელზე დაზიანება მიზანმიმართულ თავდასხმას უკავშირდება, NATO-ს გადამწყვეტი პასუხი ექნება,“ - ეს განცხადება 11 ოქტომბერს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ცნობილია, რომ გაზსადენი NATO-ს ორ წევრს, ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაზე გადის. ინფორმაციისთვის, გაზსადენის აღდგენას 2-3 თვე მაინც დასჭირდება. “BalticConnector”-ის დროებით შეჩერება გაზის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.
ფინეთის პოლიციის ვარაუდით, Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია
ფინურ-ესტონურ გაზსადენის დაზიანება სავარაუდოდ, ჩინური გემის ღუზამ გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, საექსპერტო ანალიზის მონაცემი აღნიშნულ კვალს ადასტურებს. მოხდა თუ არა მილსადენის დაზიანება განზრახ, უნებლიედ თუ გამოწვეული იყო სხვა მიზეზით, ეს გამოძიების მომდევნო ფაზის საგანია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ „მოვლენების თანმიმდევრობა დადგენილია მტკიცებულებებისა და მონაცემების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზიანი გამოიაწვია გემმა Newnew Polar Bear, რომელიც ჰონგ კონგის დროშით დაცურავდა,“ - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიების ეროვნულმა ბიურომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი გაზსადენის დაზიანების გამოძიებაში. გამოძიების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტექნიკურად დაზუსტებულია, თუ როგორ დაზიანდა გაზსადენი.
ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის
ფინეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ გამოძიებამ ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმეზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გაზსადენის მახლობლად ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ღუზა სავარაუდოდ, ჩინური NewNew Polar Bear-ის სატვირთო გემს ეკუთვნოდა. მანამდე, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის პოლიცია ასევე ვარაუდობდა, რომ Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ
ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენის შეკეთება დასრულდა
Balticconnector-ის გაზსადენის რემონტი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს, და დაზიანდა 2023 წლის ოქტომბერში, დაგეგმილის მიხედვით დასრულდა. ამის შესახებ ფინურმა კომპანია Gasgrid-მა განაცხადა. გასგრიდის განცხადებით, ასევე შემოწმდა მილის გაჟონვა და გამძლეობა. ახლა დაწყებულია სამუშაო მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მოსამზადებლად. Gasgrid-ის შეფასებით, მილსადენი ექსპლუატაციაში 22 აპრილს შევა. ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი Balticconnector-ის გაზსადენის დაზიანება 7–8 ოქტომბრის ღამეს აღმოაჩინეს. დაზიანების შედეგად გაზის ტრანსპორტირება შეწყდა. წინასწარი გამოძიების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილა ჩინურ გემ NewNew Polar Bear-ზე, რომელიც იმ მხარეში იმყოფებოდა, როდესაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. ფინეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი ზღვის ფსკერზე იყო მიმაგრებული, გაწყვიტა მილსადენი და მრავალი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ადრე განაცხადა, რომ გამოძიების ხანგრძლივობა "დამოკიდებულია ჩინეთზე და იმაზე, თუ რამდენად მზად არის ის თანამშრომლობისთვის." Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა. ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის