ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ფორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დაუშვებლად მიიჩნევენ უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა კიევში მარიონეტული მთავრობა შექმნას და პოლონეთის საზღვარზე რუსული არმია განათავსოს," - განაცხადა ბორელმა.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები.
ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება.