საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.
თბილისში ელოდებიან სომხეთის პრემიერსაც.