აშშ უკრაინას $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 150 მილიონ აშშ დოლარამდე დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტში შედის GMLRS-ის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, სამხედრო აღჭურვილობა NASAMS-ისთვის, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, AIM-9 Sidewinder-ის ტიპის რაკეტებ და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს როგორც ისრაელს, ისე უკრაინას.