კონგრესის ახალი სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს.

ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.


„ჩვენ ამის შესახებ გარკვეული პირობები გვექნება, ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ,“ - ასე უპასუხა მაიკ ჯონსონმა შეკითხვას უკრაინის მიმართ დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება და მიზნები, რომლებიც ნათელი იქნება თეთრი სახლისგან. ჩვენ ვაპირებთ დისკუსიებს. ეს იქნება ძალიან პროდუქტიული,“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა.

მაიკ ჯონსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს.