ილია II: დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის

საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.

ილია II განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის“.

„ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.