ბაიდენმა ირანი გააფრთხილა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი სამხედრო პერსონალი თავდასხმის სამიზნე არ გახდეს.


თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ირანს გაფრთხილება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინების მეშვეობით გადასცა.

„განხორციელდა პირდაპირი შეტყობინების გადაცემა,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.


მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ, ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმების ზრდის ფონზე ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ან მიემართება.