საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.
მისი შეფასებით, კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“
„აბრეშუმის გზის ფორუმზე დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია. მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ, ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. აბრეშუმის გზის ფორუმი მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად,“ - აღნიშნა კიტაკ ლიმმა ფორუმზე გამოსვლისას.