სლოვენიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა C-Astral-მა უკრაინას სადაზვერვო დრონები გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინული მედია Defense News-ზე დაყრდნობით წერს.
ბოლო კვირებში უკრაინას სლოვენური წარმოების სადაზვერვო დრონი სისტემები (Bramor C4EYE/Belin) მიეწოდება. კომპანია დრონების გადაცემის ზუსტ თარიღსა და გადაცემული დახმარების ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს.
Belin-ის ტიპის დრონები ძირითადად სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენება. ხსენებული დრონის სისტემას სამი საათის განმავლობაში 40 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეუძლია.
სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს დრონების გადაცემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და გაურკვეველია, C-Astral-მა დრონები დამოუკიდებლად მიაწოდა უკრაინას თუ მთავრობასთან თანამშრომლობით.