უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს სროლა იყო მიგრანტებს შორის, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება.
სროლა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში სოფელ ხორგოშთან მოხდა, ნათქვამია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაზმი.
ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ორ სახელმწიფოს ჰყოფს 175-კილომეტრიანი საზღვარი, რომელსაც მავთულხლართიანი ზღუდე გაჰყვება. უნგრეთმა ზღუდე 2015 წელს სერბეთის მხრიდან ევროკავშირისკენ მიგრანტთა დიდი ტალღის მოზღვავების გამო ააგო.
სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ძალადობის და სროლის შემთხვევები გახშირდა.