შეერთებულმა შტატებმა “ჰამასს“ და ირანის რევოლუციური გვარდიის რამდენიმე წევრს საქციები დაუწესა.
ეს „ჰამასის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მეორე პაკეტია.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ “ჰამასთან“ დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციების თავიდან აცილებას.
აშშ-მ 18 ოქტომბერს განცახად, რომ რომ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ ოპერატორებსა და ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) სამხედრო, კარგად შეიარაღებული ელიტური შენაერთია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს ირანში. მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტმა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად,“ - აცხადებდა აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.