FT: ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარს უჭერენ

ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

„საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იყოს უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ,” - წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში.


Financial Times-ის ორი მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.

დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.