ერდოღანის აქციის შემდეგ, ისრაელმა თავის დიპლომატებს თურქეთის დატოვება უბრძანა

სტამბოლში ისრაელის საწინააღდმეგო აქციის შემდეგ, ისრაელი თურქეთიდან დიპლომატებს გამოიხმობს.

ისრაელმა განაცხადა, რომ თავის დიპლომატებს თურქეთიდან, "ურთიერთობების ხელახლა შეფასების მიზნით" გაიყვანს, რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ებრაული სახელმწიფოს შეურაცხყოფას ღაზის სექტორში მისი ქმედებების გამო.


„თურქეთის მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი ბრძანება დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები,“ - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი.


თავის მხრივ, AFP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლედ ვადით უნდა გაგრძელდეს.“

სტამბოლში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა და ქვეყანას "ოკუპანტი" უწოდა.


აქციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, ახლა კი ღაზის სჭირდება ეს დახმარება, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu. 

ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, დღეს ჩუმად უყურებენ „ღაზის სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.“

თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სრაელის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მისი სიტყვებით, რომ “ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.