ნეთანიაჰუმ მის მიერ უსაფრთხოების სამსახურების გაკრიტიკების გამო ბოდიში მოიხადა

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს.

„შევცდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო,“ - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში.


პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ოპოზიციის ლიდერებმა ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.