რომ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური (SPRS) უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს.
ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.