გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება

გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიგერიულ ყოველდღიურ გაზეთ Punch-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შოლცი კვირას დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ჩადის და მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას აფრიკის უდიდეს ეკონომიკასთან,“ ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

ეს გერმანიის ლიდერის პირველი ვიზიტია ნიგერიაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს ახალი მთავრობის ინაუგურაცია შედგა.


„გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან ნიგერიიდან გაზის იმპორტით და მოუთმენლად ელიან ნიგერიულ გაზის კომპანიებთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას, ნიგერიას აფრიკაში მთავარ პარტნიორად განიხილავს.