თეგი: ნიგერია

ნიგერიის მთავრობა: საჰაერო ოპერაციას 7 ბავშვი ემსხვერპლა

ნიგერიის მთავრობის ცნობით, მათ მიერ დამნაშავეების წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო ოპერაციას 7 ბავშვი ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა სოფელ ნაჩადეში მოხდა. ოთხი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი კი მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში მიჰყავდათ. დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი. ამასთან, ნიგერიის მთავრობის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ნიგერიისგან უფრო მეტი გაზი მიიღოს

ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. "რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი. ნიგერიის ნავთობკომპანია NNPC Ltd -ს გენერალური დირექტორი მალამ მელე ქიარი აცხადებს, რომ ნიგერია ევროკავშირთან თავის ისტორიულ ურთიერთობებს გააღრმავებს, ასევე შეეცდება თავისი ბიზნესის ფასი აწიოს და მსოფლიო ბაზარზე გაზის მიწოდება გაზარდოს. ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემცირონ.  11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Al Jazeera წერს. შეიარაღებული პირები, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ესვრიან სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას. ამასთან, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოკო ჰარამის მებრძოლები.  

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ დროს როცა მსოფლიოში დაძაბული და რთული ვითარებაა. ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ევროპაში სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა. შედეგად, ევროპის ბაზარზე, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $1 600-ის ნიშნულს გადაცდა.  

რუსეთიდან იმპორტის შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან გაზის იმპორტის გაზრდის საკითხს განიხილავს

რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდუინმა ნიგერიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ევროკავშირს თხევადი ბუნებრივი აირის 14%-ს ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს“, - განუცხადა ბოლდუინმა Reuters-ს. ნიგერიაში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზსადენებზე ქურდობა და ვანდალიზმი აფერხებს, რაც იწვევს იმას, რომ გაზის მწარმოებელმა Nigeria LNG Ltd-ის Bonnie Island-ის ტერმინალმა 60%-იანი სიმძლავრით იმუშაოს. თუმცა გაზსადენებზე მილსადენზე უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს. გასულ წელს, ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ბოლდუინის თქმით, ევროკავშირმა ნიგერიიდან 36 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი იყიდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. 18 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.  

მედია: ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს.   მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები.  მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, რომელიც ალჟირის საბადოებიდან ესპანეთს უკავშირდება.  ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტის ღირებულება $25 მილიარდს მიაღწევს. გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში, 5,4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარებაზე იქნება გათვლილი.   

ნიგერია და მაროკო, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზადენის პროექტს განიხილავენ

  მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბატში, ნიგერიისა და მაროკოს წარმომადგენლებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენის „ნიგერია-მაროკოს“ პროექტი განიხილეს. პროექტის ღირებულება $90.10 მილიარდია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მავრიტანიის,მაროკოს, ნიგერიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ყველამ ინდივიდუალური პრეზენტაცია წარმოადგინა. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.  

ნიგერიაში სურსათზე ფასების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიგერიაში სურსათზე ფასების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, გადადგას ნაბიჯები სურსათის უსაფრთხოებისა და მიწოდების გასაუმჯობესებლად, რადგან ფასების ზრდა დიდ გაჭირვებას იწვევს. სურსათის ფასი სუბსაჰარულ აფრიკაში 2020-დან 2022 წლამდე პერიოდში 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ნაწილობრივ ასახავს გლობალურ ტენდენციებს და იმ ფაქტს, რომ რეგიონი მრავალი ძირითადი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2024 წლიდან შეიძლება, 4%-მდე დაჩქარდეს, 2015 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 2%-დან. ნიგერიის ევროობლიგაციების შემოსავლიანობა ზრდას განაგრძობს, ხოლო 2031 წელს მოსალოდნელი შემოსავლები მეხუთე დღეა, 10,46%-მდე შემცირდა.  

გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება

გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიგერიულ ყოველდღიურ გაზეთ Punch-თან ინტერვიუში განაცხადა. „შოლცი კვირას დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ჩადის და მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას აფრიკის უდიდეს ეკონომიკასთან,“ ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ეს გერმანიის ლიდერის პირველი ვიზიტია ნიგერიაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს ახალი მთავრობის ინაუგურაცია შედგა. „გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან ნიგერიიდან გაზის იმპორტით და მოუთმენლად ელიან ნიგერიულ გაზის კომპანიებთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას, ნიგერიას აფრიკაში მთავარ პარტნიორად განიხილავს.  

Reuters: ნიგერიის სკოლიდან 286-მდე გატაცებულის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 286 გატაცებული სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლის გასათავისუფლებლად, ჯამში, $620 000-ს ითხოვენ. ამის შესახებ გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა. როგორც აცხადებენ, გამტაცებლები კავშირეზე ტელეფონით 12 მარტს გავიდნენ. შეიარაღებულმა პირებმა  ნიგერიაში სკოლიდან 286 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი 7 მარტს გაიტაცეს. ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა აჰმედ ტინუბუმ გატაცებულების დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.