უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია რუსეთში, დაღესტანში მომხდარი მოვლენებით, როდესაც ბრბომ აეროპორტის ტერმინალი თელ-ავივიდან ჩასული ებრაელების მოსაძებნად გაარღვია.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ.
„ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, არამედ, რუსეთის მიერ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომლის პროპაგანდასაც ახორციელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ წელს ანტისემიტური განცხადებების სერია გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმაც გამოიყენა ანტისემიტური ენა. რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ, არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთნ დასაპირისპირებლად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.