სალომე ზურაბიშვილი: ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან

„ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან,“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი CBS NEWS-თან ინტერვიუში საუბრობს.

კითხვას, რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან, პრეზიდენტი პასუხობს:

„ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ.


_მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში!

ეს ხელისუფლების საკითხია.

_არ ხართ თქვენ ხელისუფლება?

მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ.