საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი, რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რადიკალიზმში ეჭვმიტანილი 60-მდე რუსი ადმინისტრაციული პატიმრების ქვეშ იმყოფება. აქედან 39 რუსეთის ხელისუფლების თანხმობით უნდა გააძევონ.
„ჩვენ შევადგინეთ 39 რუსეთის მოქალაქის სია, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით და რადიკალიზაციაში გვაქვს ეჭვი. ეს სია გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებას წარვუდგინეთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
არასში მასწავლებლის დომინიკ ბერნარდის მკვლელობის შემდეგ, მთავრობას მტკიცე იმიჯის შექმნა სურს. ამ გზით აღმასრულებელი ხელისუფლება გამოხატავს თავის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს პირები ეგრეთ წოდებული S-დოსიედან (უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სია).
კერძოდ, ხელისუფლებამ პრეფექტებს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „კავკასიიდან 16-დან 25 წლამდე ემიგრანტებს.“