ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გადასცა

ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვილნიუსის მიმართ მუქარას შეიცავდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

ლიეტუვაში ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საპროტესტო ნოტა გადასცეს, აცხადებენ სამინისტროში.


ამის მიზეზი ბელორუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის პაველ მურავეიკოს განცხადებები გახდა, რომელიც გამოცემა Vecherniy Minsk-მა გამოაქვეყნა. მურავეიკომ განაცხადა, რომ ვილნიუსმა ფაქტობრივად აუკრძალა ბელორუსს თავისი საქონლის ლიეტუვის გავლით ტრანსპორტირება, რაც საფუძველს იძლევა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანი იარაღის ძალით მოიპოვონ.

„ეს განცხადებები შეიძლება, გავიგოთ, როგორც ღია მუქარა და ლიტუვაზე თავდასხმა, რაც სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადეს ლიეტუვის საგარეო უწყებაში.