მედია: კარანტინი, რომელიც პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა

კარანტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილემ უნდა გაიაროს, ხუთ დღემდე შემცირდა. ამის შესახებ ფარიდა რუსტამოვას პროექტი Faridaily წერს. პუტინთან შეხვედრის მონაწილეები კარანტინში 2020 წლის პანდემიის დაწყებიდან იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, იზოლაციის პერიოდი ორ კვირამდე იყო, ამ ზაფხულს კი, ეს პერიოდი ერთ კვირამდე შემცირდა.


Faridaily-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, რომ იზოლაცია ტესტირებით უნდა იყოს დაცული, თუ მზადდება პირისპირ შეხვედრა პუტინთან, ან ადამიანს პრეზიდენტთან კონტაქტი ახლო მანძილიდან ექნება. მაგალითად, მის გვერდით ჯდომა ან ხელის ჩამორთმევა. თუ პირდაპირი კონტაქტი არ არის, საკმარისია ტესტების ჩატარება, აცხადებს წყარო.