სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა.
იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს.“
„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.