ბლინკენი ისრაელს კვლავ ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ისრაელს ეწვევა. ბლინკენი მთავრობის წევრებს შეხვდება და ასევე ჩავა სხვა რეგიონებში.

„მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის და შემდეგ სხვა გაჩერებებს გააკეთებს რეგიონში," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა.