ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 20 მანქანას გაუგზავნის, იტყობინება ადგილობრივი მედია ლატვიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მანქანები გადაეცემა პოლტავის პირველ საქალაქო ჰოსპიტალს, ხარკოვის სამედიცინო ცენტრსა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას.
2023 წლის ივლისში ლატვიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 432 მანქანის კონფისკაცია მოახდინეს და მზად იყვნენ, ისინი უკრაინაში გაეგზავნათ.
26 ოქტომბერს, ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა.