ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის სასამართლომ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, რუს ბიზნესმენს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და მისი კომპანია 200 000 ევროთი დააჯარიმა.

ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პროკურორებმა დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან სავარაუდოდ, იგი ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად, 2022 წელს ბრალი წაუყენეს.


კაცი გაასამართლეს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების -  მიკროჩიპების და სხვა ელექტრონული საქონლის ტრანსპორტირებაში, უცხოური კომპანიების მეშვეობით, რათა შეენიღბათ ის ფაქტი, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთი იყო.


ცნობისთვის, ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდს, რომელიც, ნაწილობრივ, იმ ხვრელების ჩაკეტვას ისახავს  მიზნად, რამაც სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელი გახადა.