ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძეგლიც გაუხსნეს.
რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევის ინიციატივით, სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თედეევს სანქციები დაუწესა.
რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინის სკულპტურა სტალინის ძეგლის გვერდით გახსნეს.