ლატვიამ რუსულნომრიანი ავტომობილების გადაადგილება აკრძალა

ლატვიის სეიმმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს ავტომობილის დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე განესაზღვრათ.

ვადის გასვლის შემდეგ რუსულ სატრანსპორტო საშუალებას თუ მაინც გამოიყენებენ, მფლობელებს ამ მანქანებს ჩამოართმევენ და მათ უკრაინას გადასცემენ.

გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტულად მიმავალ ავტომობილებზე გავრცელდება, თუმცა ტრანზიტი ერთჯერადად დაიშვება და ის 24 საათის ვადაში უნდა განხორციელდეს.

კანონი 15 ნოემბრიდან შედის ძალაში.