ბლინკენი ისრაელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში აშშ-ის ელჩ ჯეკ ლიუსთან ერთად ჩავიდა.

ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

მან გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. საუბარი იქნება "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლებისა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის შესახებაც.

„ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია," - განაცხადა ბლინკენმა.

ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.