ყაზახეთს შეუძლია, ჩინეთს 10 მილიონ ტონამდე ნავთობი მიაწოდოს. ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ ყაზახეთი და ჩინეთი განიხილავენ (Kenkiyak-Atyrau და Kenkiyak-Kumkol) ნავთობსადენების მონაკვეთების გაფართოების შესახებ პროექტს, რაც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებიდან ნავთობის გაგზავნას უზრუნველყოფს.
„ამჟამად ყაზახეთი ჩინეთს აწვდის მცირე მოცულობას - 1 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტს, მაგრამ ქვეყანას აქვს დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობები. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ დამატებით შეგვიძლია, მივაწოდოთ 10 მილიონ ტონამდე წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა.