პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად, 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს გამოიყო 20 მლნ, 50 მლნ კი 2024 წელს გამოიყოფა.
„ჩვენი მხრიდან დასადები თანხები მობილიზებულია, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულს. ერთობლივად დავიწყებთ პორტის მშენებლობას მარტ-აპრილში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.