ახალი ამბები
უცხოეთი
Bloomberg-ის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწვდის.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სირიაში პროირანულ ძალებზე, რომლებიც ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ, მოვლენების განვითარება კი, ისრაელის პოლიტიკის საკვანძო ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
Bloomberg-ი წერს, რომ ისრაელის პოლიტიკის ცვლილება აუარესებს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს ისრაელსა და რუსეთს შორის.
შეგახსენებთ, 2015 წლის შემოდგომიდან რუსეთსა და ისრაელს შორის ამოქმედდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოპერაციების დროს შემთხვევითი შეტაკებებისგან და სხვა საშიში ინციდენტებისგან დასაცავად არის შექმნილი.