ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს (532 მილიონი აშშ დოლარის) მოცულობის დახმარებას გადასცემს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
ოლონგრენის თქმით, მიწოდება 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
მან არ დააკონკრეტა, რამდენ ჭურვს გაუგზავნის ნიდერლანდები უკრაინას.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ოლონგრენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს 2 ნოემბერს კიევში შეხვდა. მათ უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ნიდერლანდების შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერა განიხილეს და ასევე ისაუბრეს მარცვლეულის დროებითი დერეფნის შესახებ.
თავის მხრივ, ოლონგრენმა X-ზე დაწერა, რომ ნიდერლანდები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. მას და ზელენსკის ოფისს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ არ უსაუბრიათ.